19 მაისს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ღია შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: „ციფრული კომუნიკაციები – ჩვენი ყოველდღიურობა“.
ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:
- რისთვის გჭირდება ციფრული კომუნიკაციები და რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიურ სამყაროს?
- მომხმარებელს შენამდე მოიყვანს „ენა ტკბილად მოუბარი“, ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის კომუნიკაცია;
- უნილაბის ციფრული მარკეტინგის კურსის მიმოხილვა – პირველი ლექციიდან ფინალურ პროექტამდე.
შეხვედრას გაუძღვებიან სპიკერები:
- მარიამ მიხანაშვილი, ციფრული მარკეტინგის კურსდამთავრებული და ფინალური პროექტის გამარჯვებული
- მარიამ ჩხოლარია, ციფრული მარკეტინგის სტაჟირების მენტორი უნილაბში, ქოფირაითერი
თუ ციფრული კომუნიკაციები შენი ინტერესის სფეროა, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე ბევრი საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად: https://www.facebook.com/UniLabEdu
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]