სპექტაკლი „ჟლეტის ღმერთი“

შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე იწყება […]

სპექტაკლი „ძალად ექიმი“

კომედია 1 მოქმედებად კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, […]

სპექტაკლი „ჩარლის დეიდა”

კომედია 1 მოქმედებად ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი […]

განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მოკლე აღწერა: მასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, გაკვეთილის შესწავლა, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის […]

DataArt კარიერული განვითარების კურსი სტუდენტებისთვის

კომპანია DataArt ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების უფასო კურსს. კურსი მოიცავს 4 სალექციო სესიას. პირველი სესია გაიმართება 3 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის T102 აუდიტორიაში. სპიკერი – ანა ანდღულაძე, ტექ. ტალანტების შერჩევის მენეჯერი/კარიერული კონსულტანტი. ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: პროფესიის მნიშვნელობა კარიერული განვითარების პროცესში; როგორია კარიერული განვითარების სრულყოფილი გზა; ემოციური ინტელექტისა და ინტელექტის კოეფიციენტის როლის განხილვა; როგორ უნდა […]

პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა – ალექსეი ბაბუხის საჯარო ლექცია

4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია Devexperts-ის ინიციატივით ტრენერი ალექსეი ბაბუხი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა“. მომხსენებელი ისაუბრებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. მომხსენებლის შესახებ ალექსეი ბაბუხი პროფესიული სერტიფიცირებისა (PMP) და შვიდწლიანი გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მან წარმატებით იმუშავა 15-ზე მეტ პროექტზე, მეთვალყურეობდა მიწოდების […]

HR ღონისძიება – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები

6 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია EVA-სა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით HCM metrics-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დევიდ სიმონდსი სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები“. მომხსენებლის შესახებ დევიდ სიმონდსი, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე, პირველი HR პროფესიონალია, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება მიიღო ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის […]

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“

8 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები მომხსენებლის შესახებ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 6 წლის განმავლობაში, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს […]

სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია

8 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის, სებასტიან კონრადის, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ავტორის შესახებ დოქტორი სებასტიან კონრადი, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. ვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO […]