სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია

8 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის, სებასტიან კონრადის, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ავტორის შესახებ დოქტორი სებასტიან კონრადი, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. ვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO […]

კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“. კვლევის ავტორები და მომხსენებლები სალომე შიუკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის […]

საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში – ალექსანდრ ბურკას საჯარო ლექცია

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები ლექციის შესახებ კულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია […]

Culture Fest 2023

11 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2023. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ეგვიპტის, იაპონიის, იემენის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სუდანის, საქართველოს, პაკისტანისა და პალესტინის ტრადიციულ ტანისამოსს, ცეკვას, სიმღერასა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა: შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვა და ა.შ. დრო: 11 მაისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: […]

„მწვანე მარკეტინგი“- კლაუდია მეიერის საჯარო ლექცია

11 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი ლექციის შესახებ ლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები, საკითხი, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ, კომპანიებმა რომლებსაც […]

სპექტაკლი „უხერხემლო“

დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც […]

სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“

კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია რეჟისორი: დავით ჭახრაკია […]

სპექტაკლი „საწვავი“

დრამა 2 მოქმედებად როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?! მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი რეჟისორი: ლუკა ინწკირველი მხატვარი: თეო კუხიანიძე კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: პროფესორი – გიორგი ჯიქია მარინა – ანიკო შურღაია დანიელი – გიორგი ტაბიძე სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 […]

სისხლის უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში

16 მაისს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი […]

სპექტაკლი „მარატ-სადი“

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით 1 მოქმედებად შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და […]