ფსიქოანალიტიკოს იორამ ინსპექტორის საჯარო ლექცია

1-ელ სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი იორამ ინსპექტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!“ (იოანე, 8:7) –  ბოროტება იუნგიანური პერსპექტივიდან“. მომხსენებლის შესახებ: იორამ ინსპექტორი, მედიცინის დოქტორი ჰაროუ, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო მედიცინის დოქტორი იორამ ინსპექტორი კონსულტანტი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და წმინდა მარკოზის […]

საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში”

10-13 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკურ მისიათა მემკვიდრეობა. რელიგიური დაყოფა და კავშირები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“. კონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. გვიანანტიკურობის ეპოქის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ადრეული მოდერნულობის საქართველოს კათოლიკური მისიები თავიანთ ლიტურგიკულ პრაქტიკაში ეყრდნობოდნენ ერთსა და იმავე ტექსტურ კორპუსს — ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებს, რომელთა პირველი ნიმუშები V საუკუნის ხელნაწერებით არის […]

„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი

12-13 სექტემბერს, 9:00 საათზე, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“. სემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. […]

„სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“ – პროფესორ ევსეი კოსმანის საჯარო ლექცია

13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორიაში მათემატიკოსი, ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ევსეი კოსმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“. პროფ. ევსეი კოსმანი ეხმარება ბიოლოგებს მონაცემების ანალიზში, წაიკითხავს ლექციას მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც  იყენებს. წლების განმავლობაში კოსმანი იკვლევს რთულ ბიოლოგიურ სისტემებს, როგორებიცაა: სქესობრივი და უსქესო გამრავლება, პლოიდურობის გავლენა […]

სამუშაო შეხვედრა „ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზრის საჭიროებები: გამოწვევები და პერსპექტივები“

20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის ორგანიზებითა და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო […]

წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures – საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია

20 სექტემბერს, 15:00 საათზე (პარიზის დროით), ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის ''La Géorgie à la croisée des cultures''  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების […]

მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. მინის ნეგატივები, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული […]

საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“

24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გერმანიის კონსტანცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა (HTWG Konstanz) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმის პოტენციალი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული კონფლიქტების ფონზე“. კონფერენციის მიზანია მეცნიერთა, მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა შეკრება კვლევის შედეგებისა და შეხედულებათა გასაზიარებლად. აბსტრაქტების მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაცია კონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებს […]

დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია „თბილისი-სოხუმი-მოსკოვი: საბჭოთა სამკუთხედი“. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ნესტორ ლაკობასა და მის შემდგომი აფხაზი ლიდერების მიერ „ორი ცენტრის“ გამოყენება მიზნების მისაღწევად, განხვავებული რეაქცია თბილისსა და სოხუმში 1956 და 1978 წლების მოვლენებზე და რა გავლენა მოახდინა ამან დამოუკიდებლობისშემდგომ […]

საერთაშორისო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ''InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში'' ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია მედიცინის, ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული […]