საერთაშორისო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის ''InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში'' ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა და ინოვაცია“. მისი მიზანია მედიცინის, ბიომედიცინის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სფეროების ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი პროექტებისა და მათი შედეგების პრეზენტაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანმანათლებლო და პრაქტიკული […]

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024. სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. ილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და […]

ილიაუნის პირველკურსელთა მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2024

ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების ცერემონია 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან დარახველიძე. ტრადიციულად პირველკურსელთა მიღების ცერემონიაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიანი ეროვნულ გამოცდების წარმატებულ და ილიაუნის სასტიპენდიო პროგრამებში გამარჯვებულ […]

30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის, ეგვიპტის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, პალესტინის, პარაგვაის, საქართველოს, სირიის, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს, ეროვნულ ცეკვებს, სიმღერებსა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. თარიღი: 30 სექტემბერი დრო: 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]

ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება“

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური სამოსი, კალიგრაფია და ორიგამის ხელოვნება". მას გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი რისა უჩიდა. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას იაპონურის სამოსის, კალიგრაფიისა და ორიგამის […]

წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის […]

პროფესორ ლევან ტიელიძის საჯარო ლექცია

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე წაიკითხავს ორნაწილიან საჯარო ლექციას. მომხსენებელი ისაუბრებს 2023-2024 წლების ანტარქტიდულ ექსპედიციაზე, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მონაწილეობით კომპლექსურად იქნა შესწავლილი  აღმოსავლეთ ანტარქტიდის დენმენის მყინვარი. მეორე ნაწილში განიხილავს კავკასიონის მყინვარების დღევანდელ მდგომარეობასა და ძველი გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციის მცდელობებს. მომხსენებლის შესახებ ლევან […]

სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“. სემინარს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი, რომელიც სამსჯელოდ გამოიტანს ახალი ანალიზის შედეგებს, განიხილავს ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომლებიც […]

ცოცხალი ლაბორატორია საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს მასპინძლობს

27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის […]

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა / GAMS) IX საერთაშორისო კონფერენცია „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“

6-8 ოქტომბერს, ქუთაისში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის სამედიცინო აკადემიასთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის  მონაწილეობით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია (სსსა / GAMS) გამართავს IX საერთაშორისო კონფერენციას „მულტიდისციპლინური მიდგომები: ინოვაციები და გამოწვევები პრაქტიკულ მედიცინაში მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში“. კონფერენცია აკრედიტირებულია ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის […]