სოკრატული დისკუსია ევროპასა და საქართველოზე
29 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე. სოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას. დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან […]