ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“

19 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“. ვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ: ინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა; საკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში; მომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად; […]

ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“

19 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“. ვორკშოპის თემები: ხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა; განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები; უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია; საუნივერსიტეტო […]

პროექტის Level UP მეორე ლექცია „პროფესიონალური თვითანალიზისა და კავშირების დამყარების (Networking) მნიშვნელობა“

20 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პროექტის Level UP ფარგლებში მოწვეული სპიკერი თამთა მურადაშვილი წაიკითხავს ლექციას „პროფესიონალური თვითანალიზისა და კავშირების დამყარების (Networking) მნიშვნელობა“. თამთა მურადაშვილი არის Wendy’s, Dunkin, Subway-ის HR ბიზნეს პარტნიორი, შრომისა და ორგანიზაციის, ფსიქოლოგიისა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4nv2A2fkSWtSS1iD8 სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 […]

„შუბლის წილი“ – მონოგრაფიის პრეზენტაცია

20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. მონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან. ნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების, მეხსიერების, […]

„საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“ − ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში

24 მარტს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები […]

Alumni Talks – სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე

26 მარტს, 11:00 საათზე, ალუმნი განვითარების ქსელი და სოვლაბი წარმოგიდგენთ ლექციას ალუმნი შეხვედრების სერიიდან - „სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე“. მომხსენებელი: ბადრი ოყუჯავ ლექციის შესახებ: სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე საუბარი შეეხება ქველმოქმდებისა და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითებს მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. საუბრის მიზანია იმის ჩვენება, რომ საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე, საქართველოში საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამორჩეული კულტურა არსებობდა და ათასობით […]

პროექტის Level UP მესამე ლექცია

26 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში, პროექტის Level UP ფარგლებში მესამე ლექციას წაიკითხავს ილიაუნის მოწვეული ლექტორი სულხან სახვაძე. ლექციის თემებია: LinkedIn-ის ეფექტური გამოყენება საკუთარი თავის წარმოჩენა პროფესიულ სივრცეში შეხვედრაზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული იმიჯის სწორად ფორმირებისა და ციფრულ კარიერულ პლატფორმებზე საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის შესახებ. სულხან სახვაძე […]

ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“

26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. კურსის მიზანია: გააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან დაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების […]

სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“

27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა. ღონისძიების მიზანია  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. […]

„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ − დოკუმენტური გადაცემა Dateline-ის ეპიზოდის ჩვენება და დისკუსია

27 მარტს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია. „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის, მწერლის, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის, […]