WordPress თბილისი Meetup – ღია კოდის მომავალი საქართველოში
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პირველად გაიმართება WordPress თბილისი Meetup, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას საქართველოში. ღონისძიება გააერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ციფრულ გარემოს. WordPress თბილისი Meetup არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა, რომლის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას […]