ელჩ ჰიონდუ კიმის საჯარო ლექცია „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“

6 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰიონდუ კიმი  წაიკითხავს საჯარო ლექციას „კორეა-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება მომავალი პარტნიორობისათვის“. მომხსენებელი შეეხება კორეასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, აღწერს ამ ქვეყნების წარსულ განვითარებასა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ელჩმა კიმმა კარიერა დაიწყო 1988 წელს საჯარო სამსახურში, კორეის მთავრობის გაერთიანების სამინისტროში, როგორც საშუალო […]

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული

13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ თანამშრომლობით გაიმართება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული. ლექციების ციკლი ანტისტიგმის კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირებას. კვირეულის თემაა „თემი“. სტუდენტურ თემს შესწევს ძალა, შექმნას ერთიანობისა და […]

პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა

7 მაისს, 20:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების განვითარებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრისა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „სტუდენტური ინიციატივა“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი დამსწრეთ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივის დასაბუთებულ იდეას, რომელსაც შეაფასებს სამართლის სკოლის ლექტორებითა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური. სამუშაო ენა: ქართული დრო: 7 მაისი, […]

პროფესორ იოჰან ტრალაუს საჯარო ლექციები

19, 22 და 23 მაისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტრალაუ წაიკითხავს საჯარო ლექციებს პოლიტიკური და მორალის ფილოსოფიის საწყისების შესახებ ძველ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლიტერატურაში. უფსალის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი იოჰან ტრალაუ ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით ერაზმუს+ იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა პოლიტიკური ფილოსოფიის დაბადება ანტიკურ საბერძნეთში. […]

დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში – ფილმის „ლურჯი მოცვი“ ჩვენება

ილიაუნის რელიგიის კვლევების ალუმნი  ქსელი და დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფილმების ჩვენების სერიას „დოკუმენტური კინოს დღეები ილიაუნიში“. მაყურებელს ექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ გაეცნოს თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ ფილმებს, არამედ ფილმების ავტორებთან ერთად იმსჯელოს ფილმებში ასახულ საკითხებზე. 8 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნიში გაიმართება სერიის პირველი ფილმის „ლურჯი მოცვი“ (2023, 75 წთ) ჩვენება. ფილმის შესახებ ყოფილი […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე

9 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე გაიმართება ევროპის დღე 2025. მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში. მათ აქ დახვდებათ ფაბლაბ ილიაუნისა და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ საინფორმაციო კუთხე. სტუმრებს საშუალება ექნებათ, […]

ინტერაქტიური ლექცია „დეპრესია ახალგაზრდებში“

ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომელი, ფსიქიატრი მიშიკო დუმბაძე წაიკითხავს ლექციას „დეპრესია ახალგაზრდებში“. მომხსენებელი განიხილავს, რა არის და რა არ არის დეპრესია, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები და სად ვეძებოთ დახმარება. დრო: 13 მაისი, 14:00-15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

პროფესორ აქსელ გოსრის საჯარო ლექციები

13 და 15 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის პროფესორი აქსელ გოსრი აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ორ ლექციას პოლიტიკის ფილოსოფიისა და ეთიკის სამართლიანობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  ლექციების თემატიკა ეფუძნება მის წიგნს “What is Intergenerational Justice?“ (Polity, 2023). ლექციებზე რეგისტრაციისა და საკითხავი მასალისთვის დაუკავშირდით თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge ილიაუნის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომელთა კვლევა დაკავშირებულია პროფესორ გოსრის კვლევით […]

კონცერტი CLAVIUS დანიელე ლედდას შესრულებით

13 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონცერტი CLAVIUS. CLAVIUS კომპოზიტორ და პედაგოგ დანიელე ლედდას ინოვაციური პროექტია თვითნაკეთი კლავიშიანი ინსტრუმენტების შემოქმედებითი დიზაინის შესახებ, შთაგონებული ჯონ კეიჯის „პრეპარირებული ფორტეპიანოს“ კონცეფციით. კლავიუსი იკვლევს ანალოგურის და ციფრულის შერწყმის, ინსტრუმენტის პრეპარირების და ე.წ. „განვრცობილი ინსტრუმენტის“ ახალ კონცეფციად ჩამოყალიბების პერსპექტივას. დრო: 13 მაისი, 19:00 […]

ინტერაქტიური ლექცია „სტრესის მართვა“

ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“. მომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს. დრო: 14 მაისი, 12:00-13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1