საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
23 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება. საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო დობოჯგინიძე, გია ნოდია, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით თარხნიშვილი, […]