რეზიუმესა და CV-ის შედგენის საკონსულტაციო საათები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთავაზობთ რეზიუმესა და CV-ის შედგენისთვის საკონსულტაციო საათებით სარგებლობას. უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში). შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მცირერიცხოვან ჯგუფებთან […]

ტუნა ონურის ტრენინგი ქართველი სეისმომედეგი და მშენებელი ინჟინრებისათვის

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია  სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის […]

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია”

17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია". თემის მოკლე აღწერა სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება დღეს ოქროს ხანაშია – სხვადასხვა სახის ასტრონომიული დაკვირვებები ხორციელდება 1% ან უფრო დიდი სიზუსტითაც. აკვირდებიან როგორც დედამიწიდან, ასევე თანამგზავრების მეშვეობით. რამდენიმე წლის წინ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით ასტრონომიაში […]

შეხვედრა საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

18 ოქტომბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – საქართველოს ბანკი. დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს ბანკის შემოთავაზების შესახებ და საშუალება ექნებათ, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე. შეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. […]

საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა”

18 ოქტომბერს, პარასკევს, 19.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეა მუქერიას საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა". მომხსენებლის შესახებ თეა მუქერია წლების განმავლობაში რადიოს „მუზა“ წამყვანი, პროდიუსერი და ჩაწერების კოორდინატორი იყო. ამ პერიოდში უძღვებოდა გადაცემას „ბაროკოს მუსიკა“. ამჟამად თეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადისერტაციო თემა […]

“ონლაინგამოცემა On.ge-ის კონკურსი ილიაუნის სტუდენტებისთვის “

პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ხელმეორედ ცხადდება კონკურსი ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს. თუ ხართ ცნობისმოყვარე, გიტაცებთ ჟურნალისტიკა, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი, მაშინ […]

საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები“

21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის (რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები. ღონისძიება ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კონფერენციაზე […]

მესამე საერთაშორისო სკოლა ფორმალურ ლინგვისტიკაში

21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება მესამე საერთაშორისო სკოლა ფორმალურ ლინგვისტიკაში. ლექციებს ენათმეცნიერების მიმართულებით წაიკითხავენ ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგის საუკეთესო უცხოელი ლინგვისტები (ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21-24 ოქტომბერი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ.

ანა კორძაია-სამადაშვილის ლექცია „როგორ წერენ სხვები – ჯგუფი 47“

21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გამართავს ლექციას თემაზე: „როგორ წერენ სხვები – ჯგუფი 47“. ვერავინ ვერავის ასწავლის, რა და როგორ უნდა წეროს. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რა არ უნდა გააკეთოს ავტორმა. ესაა და ეს... – ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება მწერალი სტუდენტებს.  დრო: 21 ოქტომბერი, 18:00-20:00 საათი ადგილმდებარეობა: […]

გოგი გვახარიას წიგნის „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება გოგი გვახარიას წიგნის „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია. გამოიცა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიით. ანოტაცია საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. უფრო მეტიც, 2001 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა […]