25, 27 და 28 მაისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. ვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის, ისე დაავადებების […]
29 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს. ცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები, საერთაშორისო პროექტები, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები, ასევე მაღალი […]
30 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდა მკვლევრების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტ EfxINNOs-ის ფარგლებში გაიმართება ვორკშოპი “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea” („თანამედროვე საზღვაო მონიტორინგი შავი ზღვის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის“). მონაწილენი დეტალურად განიხილავენ დისტანციური ზონდირებით ქლოროფილის […]