9 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კლემენ იერინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „მურა დათვის კონსერვაცია და ადამიანთან კონფლიქტის პრევენცია“. მურა დათვს შეუძლია გადარჩეს განსხვავებულ გარემო პირობებში – მონღოლეთის კლდოვანი უდაბნოებიდან ჩრდილოეთის ტუნდრამდე, თუმცა მისი ამჟამინდელი გავრცელების მთავარი და ხშირად ყველაზე შემზღუდველი ფაქტორია ადამიანთან კონფლიქტი. წარმატებული და გრძელვადიანი კონსერვაციის ერთ-ერთი […]