15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“. თვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე, ანუ პარადოქსული, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს უახლეს კვლევებს, რომლებიც ხსნის, თუ […]