12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1933 წელს, დღემდე წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის […]