16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი ნათია ბარათელი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სქესობრივად გამრავლებადი და პართენოგენეზული კლდის ხვლიკების (Darevskia Arribas) სასიცოცხლო ციკლების შედარებითი კვლევა“. თემის მოკლე მიმოხილვა Darevskia-ს გვარის კავკასიური კლდის ხვლიკების მრავალფეროვან ჯგუფში ვხვდებით როგორც ორსქესიან, ასევე, პართენოგენეზულ (ერთსქესიან) სახეობებს. სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა ხმელეთის ხერხემლიანების პირველი პართენოგენეზული ფორმა. […]
19 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლევან ნაცვლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „სივრცული მონაცემების ინფრასტრუქტურის (SDI) შექმნა სამეცნიერო-აკადემიური მიზნებისთვის და მისი გამოყენება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში" დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ჯორჯიაშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 19 […]