3 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ლუკა კუჭუხიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჭეშმარიტების ჰეტეროგენული ასპექტები ბოეციუსთან: ფილოსოფიურ-თეოლოგიური პერსპექტივა ანტიკურობის და შუა საუკუნეების გასაყარზე“ (“The Heterogeneous Aspects of Truth in Boethius: A Philosophical-Theological Perspective at the Crossroads of Antiquity and the Middle Ages”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიგა ზედანია, […]
4 ივლისს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ილიაუნის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენცია ეწყობა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ფარგლებში. ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე: შუა საუკუნეების ისტორია და ტექსტები; […]