28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან. შეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“). […]
30 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების ვორკშოპების ციკლის მეორე სესია. შეხვედრაზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად გამოწვევებზე, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე, მისი გამოყენების უპირატესობებსა და თანმდევ რისკებზე. დისკუსია ასევე შეეხება თეორიული არქეოლოგიის მნიშვნელობის საკითხს პოზიტივიზმისა და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში. ვორკშოპს გაუძღვებიან […]
1 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეხუთე შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტები – გიორგი გუნჯუა, სალომე სანდროშვილი და გვანცა ძამუკაშვილი. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]