20-24 აპრილს, 14:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის სტუდიაში პორტუგალიელი პიანისტი, მუსიკოლოგი ალფონსო ბენეტი წაიკითხავს ლექციების კურსს. თემები: მხატვრული კვლევა: წარმოშობა და კონსოლიდაცია; მხატვრული კვლევა და მუსიკალური ექსპერიმენტი: Capdeville XXI; მხატვრული კვლევა და არტივიზმი: ჩრდილების ქორეოგრაფია; მხატვრული კვლევა და ტექნოლოგიური მიდგომა მუსიკაში: TransVariations. ალფონსო ბენეტი ავეიროს უნივერსიტეტის მკვლევარია. 2008 წლიდან არის INET-md-ის წევრი. მისი საქმიანობის […]
23 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“. მომხსენებელი ისაუბრებს ანტონ კათალიკოსის ორ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „სპეკალსა“ და „კატეგორია სიმეტნეზე“. განიხილავს ამ ტექსტებში არსებულ არისტოტელეს იდეებს და ახსნის, რა ადგილი უკავია მათ მსოფლიო […]
24 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეოთხე შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები ნინი მიქელაძე და მარიამ გორგილაძე, ამავე მიმართულების მაგისტრანტები ანი დიდიშვილი და ქეთი ევსია. ივა ფეზუაშვილი ისაუბრებს საკუთარ ნაწარმოებთა შექმნისა და თემატიკის შესახებ, […]