8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის სხდომათა დარბაზში (N201/202) გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა წაიკითხავს მოხსენებას „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“. მოხსენება ეფუძნება ეპიგრაფიკულ და სრულიად აქამდე გამოუქვეყნებელ ნუმიზმატიკურ მასალას. ახალი პირველწყაროები განსხვავებულად წარმოგვიდგენს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიას XI საუკუნის […]
16 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. შეხვედრა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით და სურს დეტალურად გაეცნოს სასწავლო პროცესსა და პროგრამის დასრულების შემდეგ არსებულ შესაძლებლობებს. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, ლექტორებისგან მოისმინონ დეტალური ინფორმაცია პროგრამის უპირატესობების შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის […]
17 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მესამე შეხვედრაზე ზაირა არსენიშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებს სოფიო არსენიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი დიანა თხინვალელი, ამავე მიმართულების მაგისტრანტები – ნინი ბუკია და ანკა გიორგიობიანი, ასევე დოქტორანტი ნინა ბოკუჩავა. სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი […]