25 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“. შეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ […]
19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, თორნიკე გოგინაშვილი ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან“. მოხსენება ეხება არისტოტელეს ნაშრომის, De interpretatione-ს („პერი ჰერმენეია“) კომენტარის, ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ XVIII საუკუნეში სომხურიდან ქართულ ენაზე შესრულებულ […]
6 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის პროფესორები ლევან ცაგარელი და სალომე პატარიძე დოქტორანტ ნინო ბოკუჩავასთან ერთად წარადგენენ კვლევის „საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაცია პოსტსაბჭოთა ქართულ მწერლობაში“ შედეგებს. პროექტის მიზანია შერჩეული ლიტერატურული ტექსტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე პოსტსაბჭოთა ხანის ქართულ მწერლობაში საბჭოთა წარსულის რეპრეზენტაციის თავისებურებების შესწავლა და ამ ნარატივების გავლენის გარკვევა ქართული პოსტსაბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბებაზე. კვლევა ხელს […]
20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნების მიმართულების ორგანიზებით იწყება ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. მოწვეული ავტორები საკუთარ ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ […]
20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ პირველი შეხვედრა გაიმართება არჩილ ქიქოძესთან. დისკუსიაში მონაწილეობენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურათმცოდნეობის სტუდენტები: ლილი წიქარიშვილი, სალომე ხაჭაპურიძე, მარიამ დიხამინჯია და მარიამ ჩუბინიძე. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა. სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი […]