AI და ფსიქოლოგია – ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში

25 ივნისს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ, მეორე მხრივ კი, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური […]

დოქტორანტ ლუკა კუჭუხიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

3 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ლუკა კუჭუხიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჭეშმარიტების ჰეტეროგენული ასპექტები ბოეციუსთან: ფილოსოფიურ-თეოლოგიური პერსპექტივა ანტიკურობის და შუა საუკუნეების გასაყარზე“ (“The Heterogeneous Aspects of Truth in Boethius: A Philosophical-Theological Perspective at the Crossroads of Antiquity and the Middle Ages”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიგა ზედანია, […]

ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

4 ივლისს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ილიაუნის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენცია ეწყობა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ფარგლებში. ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე: შუა საუკუნეების ისტორია და ტექსტები; […]

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში

7 ივლისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. კონფერენციაზე იმუშავებს ორი სექცია, ერთი – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამების, მეორე – სოციალური მეცნიერებების პროგრამების მიმართულებით. თითოეული მოხსენებისთვის განკუთვნილია 10 წუთი, კითხვა-პასუხისთვის – 5 წუთი. დღის წესრიგი 11:00-11:15 სთ. – რეგისტრაცია და […]

დოქტორანტ თორნიკე გოგინაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თომა აქვინელის კომენტარები არისტოტელეს ნაშრომზე “Peri hermeneias” და მათი შედარებითი კვლევა კომენტარების ქართულენოვან ვერსიასთან“ (“Thomas Aquinas’s Commentary on Aristotle’s Peri Hermeneias and a Comparative Study of the Georgian Translation of the Commentary”). სამეცნიერო […]

დოქტორანტ მათე თევზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

13 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison). დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს […]

დოქტორანტ ირინა ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

15 ივლისს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 15 ივლისი, 14:00 საათი […]

დოქტორანტ ნინო სიფრაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara). დისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 28-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

16 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე  შესრულდება: ქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით); საეკლესიო გალობა; ქალაქური სიმღერები; უცხოური ფოლკლორის ნიმუშები. გარდა სიმღერებისა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით. დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

დოქტორანტ დავით ცარიელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

17 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოგზაურობა როგორც ამერიკული და ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი პარადიგმა“ (The Journey as a Paradigm of the American and Georgian Modernist Novel). სამეცნიერო ხელმძღვანელი – პაატა ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 […]