9 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების მენეჯერი გიორგი ჩანტლაძე წაიკითხავს ლექციას „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“. ლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია დასაქმების პროცესებისა და ონლაინკომუნიკაციის თანმდევი საფრთხეების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს, როგორ შეიძლება ყალბი ვაკანსიების ამოცნობა, რა განსხვავებაა Fraud-სა და Scam-ს შორის, როგორ შეიძლება თაღლითობის გამოვლენა სამუშაო გარემოში და თავის დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან. სამუშაო ენა: ქართული დრო: 9 დეკემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“. ღონისძიება გაიმართება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში. მომხსენებლები განიხილავენ ძალადობის ფორმებსა და მათი გამოვლენის სირთულეებს, სახელმწიფო სერვისების მიღების წინაპირობებს, თავშესაფრებისა […]
10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“. ვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან […]
10 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, დაწერილი […]
10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით პროფესორი ნორიაკი ნიშიამა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“. ლექცია საინტერესო იქნება როგორც ტურიზმის მიმართულების, ისე სხვა პროგრამების სტუდენტებისა და მსმენელისთვის. საერთაშორისო ექსპერტი სტუდენტებს გააცნობს იაპონიის გამოცდილებას, ისაუბრებს, რა მნიშვნელობა […]