თანამედროვე ებრაელი დრამატურგის, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. პიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ კლასიკური […]
16 ივლისს, 17:00 საათზე, გალერეაში „Corridor − კორიდორი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა. გამოფენა გაგრძელდება 20 ივლისამდე. დრო: 16 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „Corridor − კორიდორი“, პ. […]
26 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. ილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების […]
ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე 12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები, ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო […]
22 ნოემბერს ილიასადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება გასვლითი შეხვედრა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ღია ლექციას „ილია და ევროპა“ წაიკითხავენ: გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უმაღლესი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; სანდრო გუდიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი. დასასრულს სტუმრებისთვის გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტური. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3LKe6WS ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია პირველ […]
21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები. პროექტის მონაწილეები კვლევის შუალედური შედეგების შესახებ წაიკითხავენ მოხსენებებს: „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება დიმიტრი უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებისთვის“ მომხსენებელი გიორგი ფარცხალაძე „XIX ს-ის II ნახევრის […]
22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პირველად გაიმართება WordPress თბილისი Meetup, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის, ღია კოდის კულტურის, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას საქართველოში. ღონისძიება გააერთიანებს დეველოპერებს, დიზაინერებს, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს – ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ციფრულ გარემოს. WordPress თბილისი Meetup არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა, რომლის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას […]