19 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“. ვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ: ინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა; საკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში; მომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად; […]
20 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პროექტის Level UP ფარგლებში მოწვეული სპიკერი თამთა მურადაშვილი წაიკითხავს ლექციას „პროფესიონალური თვითანალიზისა და კავშირების დამყარების (Networking) მნიშვნელობა“. თამთა მურადაშვილი არის Wendy’s, Dunkin, Subway-ის HR ბიზნეს პარტნიორი, შრომისა და ორგანიზაციის, ფსიქოლოგიისა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4nv2A2fkSWtSS1iD8 სამუშაო ენა: ქართული დრო: 20 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 […]
20 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია. მონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. მონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან. ნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების, მეხსიერების, […]