30 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. გამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. დამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში […]
6 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი თეა ფანჩულიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ციხისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გავლენა მოზარდების სასკოლო შიშსა და შფოთვაზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მაყაშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1 დასწრება […]