12 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რუსუდან ჭანტურია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 დეკემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. […]
13 დეკემბერს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი სტივენ ჯონსი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო […]