26-28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი მარია-ჟოაო კუნჰია წაიკითხავს ლექციების ციკლს „მაკატონის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით.
26 -28 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენისა და მეტყველების თერაპევტი ანდრე არაუჯო წაიკითხავს ლექციების ციკლს „ხმის დარღვევები, შეფასება და მართვა“. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ohQhRYBkesXdsaUM6 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. სამუშაო ენა: ინლისური დრო: 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა, N3 დასწრება რეგისტრაციით. 2024
27 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაში“ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევა და დოკუმენტირება“ (FR-23-6740) ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს საარქივო, სახელოვნებათმცოდნეო და საველე კვლევას, რომელიც მოიცავს შენობების აზომვასა და დოკუმენტირებას. ამ კვლევის საბაზისო მეთოდად არჩეულ იქნა ფოტოგრამეტრია, რომლითაც შესაძლებელია […]
მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაციის წევრის, „მენტორის“ მიერ მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას, რაც სტუდენტს დაეხმარება პროფესიისადმი სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, განვითარების პერსონალური გეგმის შემუშავებასა და მომავალი კარიერისთვის უკეთესად მომზადებაში. მენტორები შეირჩევიან EPAG-ის წევრებიდან საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციის გათვალისწინებით. სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ მენტორობის პროგრამის […]
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის მუსიკის პედაგოგიკის მიმართულების ინიციატივით მუსიკის საგნის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი დავით ზათიაშვილი ონლაინ გამართავს შეხვედრას, რომელსაც გაუძღვება ქეთევან შენგელია, ილიაუნის მუსიკის საგნის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი. საუბარი შეეხება საჯარო სკოლაში მუსიკის სწავლების პრინციპებსა და ახალ გამოწვევებს. ფორმატი: ონლაინ ZOOM https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/88018183373?pwd=qHWTCbXbrjnZbS4br0HlsgDnuyJHDX.1 Meeting ID: 880 1818 […]