7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „ლიტერატურა და კოლექტიური მეხსიერება“ პრეზენტაცია. სახელმძღვანელოს ძირითადი ამოცანაა, ბიძგი მისცეს ქართული ლიტერატურის, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედიის, შესწავლას მეხსიერების კვლევების უახლეს მიდგომათა გამოყენებით. კრებულზე დაყრდნობით ქართულენოვანი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები შეძლებენ კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მედიაზე დაკვირვებას დასავლურ სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებული თეორიულ-მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, ქართული იდენტობისა […]
7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გამომცემლობა „სიესტა“ გიწვევთ ამერიკელი ავტორის, ნიკ შეფის წიგნის – „დაბოლება“ – ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციას უმასპინძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების ინსტიტუტი. წიგნი ავტობიოგრაფიულია. ავტორი 11 წლის იყო, როცა პირველად დათვრა, შემდგომ წლებში ამას მოჰყვა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება, რის გამოც ახალგაზრდას ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები შეექმნა […]
8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ლიანა კუპრეიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ძველი თბილისის დარაბებს მიღმა (პროსტიტუციის ისტორია წინარევოლუციურ თბილისში 1876-1917წწ.)“ სამეცნიერო ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თანახელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დრო: 8 ოქტომბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. […]
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს საქართველოში გაეროს საქმიანობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ. მომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს, […]
10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სერიის მორიგი თარგმანების პრეზენტაცია. ჯონ პივიჰაუსისა და ჯოშუა გოლდსტაინის წიგნი „საერთაშორისო ურთიერთობები“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირის პროექტის PESTUGE მხარდაჭერით. წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორები – დავით აფრასიძე და გიორგი გვალია, მთარგმნელები – ანა მიქაუტაძე, ნინო ტიკარაძე […]
11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებთან. სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე ინფორმაციის გასაცნობად და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე მართავს ინტერაქტიულ ღონისძიებებს. შეხვედრა […]