30 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2024. ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ბანგლადეშის, ეგვიპტის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, პალესტინის, პარაგვაის, საქართველოს, სირიის, სუდანისა და ტუნისის ტრადიციულ ტანისამოსს, ეროვნულ ცეკვებს, სიმღერებსა და კერძებს. სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვის კლასები და ა.შ. თარიღი: 30 სექტემბერი დრო: 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670). წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი. მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის […]
27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის […]