4-8 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეის ინჰას უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეის კვლევების ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის მონაწილეობით გაიმართება 5-დღიანი სტუდენტური კონფერენცია/ბანაკი. 4 და 5 ივლისს თბილისში გაიმართება აკადემიური კონფერენცია. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს და შეკითხვები დაუსვას კორეელ და ქართველ მომხსენებლებს, გაეცნოს საქართველო-კორეის ურთიერთობებთან დაკავშირებულ […]
15 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 22-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი. გუნდის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 15 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32. დასწრება თავისუფალია.
16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი სოფიკო კოტრიკაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ტრადიცია და სიახლე ქართულ საავტორო სიმღერებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი – თამაზ გაბისონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დრო: 16 ივლისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია. 2024
16 ივლისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კახა ლომაიას წიგნის „გამოცდები: წერილები, ინტერვიუები, გამოსვლები, ჩანაწერები“ პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციებსა და გამოუქვეყნებელ მასალებს. ავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად გამოცემაში შეტანილია წერილები განათლების რეფორმაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე გამოსვლები გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის სხდომებზე, ინტერვიუები და ჩანაწერები. კრებულის დანართში […]
20 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია. საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, რის შემდეგაც შესრულდება ქუდების ცაში ასროლის ტრადიციული რიტუალი. კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია დასრულდება კონცერტით. სტუდენტებისთვის დაუკრავენ: ალექსანდრე ხარანაული ბენდი „ნუ მიეყრდნობით“ დრო: 20 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]