10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს, 17:00 საათზე. ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში. კვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.
10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია. წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა […]
13 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ვებინერების ციკლის მეოთხე შეხვედრა თემაზე „დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“. ისაუბრებენ ირინა შაქარაძე, ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნინო ჯიჯავაძე, ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი
14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში HR Hub-ის დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ილიაუნის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის. HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის […]
14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელიც წელს HR Hub-თან თანამშრომლობით დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9 მარი ბურდულის სახელობის […]
15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“. პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. მოდერატორი – დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პანელის მონაწილეები: ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო […]