27 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სტატიების კრებულის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში“ პრეზენტაცია. წიგნი ინსტიტუტის მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, ლუკა ნახუცრიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატალია ალხაზიშვილი, „ზიარის“ ხელმძღვანელი ლუკა ნახუცრიშვილი, კრებულის სამეცნიერო რედაქტორი გიორგი […]
27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები. სემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. 27 მაისი, 19:00 საათი – “Roman Jakobson’s Linguistics and Poetics“ („რომან იაკობსონის ლინგვისტიკა და პოეტიკა“) მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ […]