24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პოლონელი კომპოზიტორის, ეთნომუსიკოლოგისა და შემსრულებლის, რაფაელ როგინსკის კონცერტი. კონცერტზე შესრულდება საიათნოვას მოტივებით შთაგონებული პიესები, ასევე სხვა სოლო ნაწარმოებები გიტარაზე. დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი, A კორპუსი (ეზო), ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 დასწრება თავისუფალია.
26 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო კორპორაციის Clarivate Analytics თანამშრომლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა Clarivate Day Georgia. შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (Web Of Science; Journal Citation Report) ეფექტური გამოყენების საკითხი, პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები. სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია […]
27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ''Iviron and its Artistic Legacy''. მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში ათონსა და […]
28 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის წარმომადგენლები ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის პროფესიული განვითარების მიმართულების წევრი-მომხსენებლები დაესწრებიან, დაესწრება ასევე ამავე აპარატის ვიცე-პრეზიდენტი ნაია სისაური. ისინი სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას ევროპის 43 ქვეყნის წამყვან იურიდიულ ფირმებსა […]