27 მარტს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „გადაუდებელი კიბერდახმარების უზრუნველყოფის მექანიზმები: მიმდინარე და ჩატარებული კვლევების შედეგების განხილვა უკრაინის, მონტენეგროს და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით". მომხსენებლები: ნათია სესკურია, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ნატა გოდერძიშვილი, კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ თანადამფუძნებელი ჯოსეფ იარნეცკი, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მკვლევარია კიბერუსართხოების მიმართულებით. […]
29 მარტს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით ანუკა კონტრიძე გამართავს ვორკშოპს/პრეზენტაციას. ანუკა კონტრიძე 1982 წელს დაიბადა თბილისში. არის აღმოსავლეთმცოდნე, სინოლოგი. ინდურ ტაბლას ეუფლება 21 წლიდან. სწავლობდა ინდოეთში, შრი ლანკაში, გერმანიასა და შვეიცარიაში ტაბლის ოსტატებთან – ს.ვ. რანდუვასთან, შანკარ ლალ ჩატერჯსა და სვაპან ჩაუდჰურთან. თანამშრომლობდა და თანამშრომლობს ბენდებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. […]
29 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში EPAM-ის წარმომადგენლები გამართავენ ჯავა პრომო ღონისძიებას ილიაუნის სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან, გახდნენ Java-ის ინჟინრები ან სურთ, მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ. დარგის ექსპერტები ისაუბრებენ Java-ის განვითარებაში გამოყენებულ უახლეს ტენდენციებზე, ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა პროექტსა და კონფიგურაციაში დიდი გამოცდილების მქონე Java-ის ექსპერტები, გააცნობენ როგორც უახლეს ინფორმაციას java-ის […]