20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“. ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში […]
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. 19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ […]
19 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის ''Les Presque Sœurs '' („თითქმის დები“). კლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს. მწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი, […]