6 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრების, თამარ დემეტრაშვილისა და თამარ ლეკვეიშვილის მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ასახულია […]