15 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S506) გაიმართება შეხვედრა „პოლონეთი – წარმატების გასაღები“. შეხვედრაზე ილიაუნის კურსდამთავრებულები ილაპარაკებენ პოლონური პროექტებისა და პოლონური ენის წყალობით პოლონეთში მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობებზე, ასევე კარიერული წარმატების გამოცდილებაზე. შეხვედრას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონური ენის მოწვეული მასწავლებელი მაგდალენა კნაპიკი, რომელიც ისაუბრებს როგორც მიმდინარე, ასევე სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პოლონეთში […]
15 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სასწაულები შუა საუკუნეების საქართველოში (ევროპული წყაროების მიხედვით)“. მოხსენება ეხება სასწაულების ანატომიას მედიევალურ ეპოქაში და წარმოგვიდგენს ევროპულ წყაროებში (სიმონ დე სენ-კანტენის, ჰაიტონის, რუბრუკის, ბენედიქტ პოლონელის, მარკო პოლოს, ჯონ მანდევილის, პლანო კარპინის, […]