20-21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1) გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 20 დეკემბერი, 18:00-19:00 18:00-18:30 – გახსნა და შემაჯამებელი ანგარიში, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში […]
21-22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელებისთვის გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე: „დოქტორანტთა კარგი ხელმძღვანელობა“. სამუშაო შეხვედრის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა ხელმძღვანელების ხელშეწყობა დოქტორანტების მიერ სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ეფექტურად მიღწევის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მსჯელობის, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინსტრუმენტების დახმარებით გააანალიზონ ხელმძღვანელობის პროცესი და ხელმძღვანელის როლი […]