1 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ლაივშეხვედრა თემაზე: გრაფიკული დიზაინი. გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციაა. მისი საშუალებით შეძლებთ კომპლექსური იდეა მხოლოდ ერთი გრაფიკული გამოსახულებით გამოხატოთ, რაც ძირითადად ტექსტისა და სურათის ოსტატური და ჰარმონიული კომბინირებით მიიღწევა. ლექციაზე მოგიყვებით, პრაქტიკაში როგორ ვიყენებთ ამ პროფესიას და ვისაუბრებთ უნილაბის სტაჟირების დროს შექმნილ პროექტებზე. შეხვედრის სპიკერები იქნებიან: ნენე […]
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე: (უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? მომხსენებლის შესახებ მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა […]
4 ნოემბერს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე: „კორპუსი, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“. მომხსენებლის შესახებ მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება, უცხოური ენის სწავლება, მულტილინგვალიზმი, […]
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. პროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. […]