ბოლო პერიოდში ბევრი ფილმი გადაიღეს გენდერულ თანასწორობაზე, ქალებზე, მათ ბრძოლასა და სოლიდარობაზე, თუმცა კინოინდუსტრია მაინც კაცებით დომინირებულ სფეროდ რჩება, კინოკამერა კი ქალი პერსონაჟების სტერეოტიპულ წარმოჩენას განაგრძობს. ასახავს თუ არა კინო ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ისმის თუ არა ქალი რეჟისორების ხმა, როგორი კინო სურთ ქალებს – ამ და არა მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხების პოვნას შევეცდებით საჯარო დისკუსიაზე […]
მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოპტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ქალთა საკითხების სწორად გაშუქება. ვორკშოპზე, რომელიც სპეციალურად მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის და მათივე ინიციატივით გაიმართება, განვიხილავთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მაუწყებელმა ქალთა საკითხების გაშუქებისას, განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში, როგორებიცააც სექსუალური და ოჯახში ძალადობა, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდი. ვორკშოპზე განვიხილავთ მედიის საერთაშორისო […]
ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი თამარ კაპანაძე თბილისის 117-ე საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეებს შეხვდება და ქალთა უფლებების შესახებ ესაუბრება. რა პრობლემებს აწყდებიან ქალები და გოგოები საქართველოში, როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა და რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა ქალთა უფლებების დასაცავად, ეს სწორედ ის თემებია, რომლებსაც შეხვედრაზე მოსწავლეები განიხილავენ. მომხსენებელი: თამარ […]