10 იანვარს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ფორდემის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს, ჰელენ როზელმანს, რომელიც გამართავს საჯარო ლექციას ემოციური ინტელექტის შესახებ. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ემოციური ინტელექტის ოთხი ფუნდამენტური ასპექტი; ემოციური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ინტერაქციებში; კომუნიკაციის უნარები და ემოციური ინტელექტი; კომუნიკაციის უნარების განვითარება; კულტურული ცნობადობის მნიშვნელობა ემოციური ინტელექტის განვითარებაში; ემოციური ინტელექტის განვითარების სტრატეგიები. სამუშაო […]
2020 წლის 12 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი მართავს მათემატიკურ ოლომპიადას, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის იმ აქტიურ სტუდენტებს, რომლებმაც რეგისტრაცია შესაბამის ვადებში გაიარეს. ოლიმპიადა გაიმართება კვირას, 12 იანვარს, 15:00 საათზე, E406 აუდიტორიაში. • საბაკალავრო პროგრამის „მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ სტუდენტის მიერ მიღებული საბოლოო ქულა გათვალისწინებული იქნება ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების […]