9 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალები სამხედრო სფეროში?“. რა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში. […]
მაღაროში ყოველი ჩასვლისას ველოდებით ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს” – ეს 30 წლის ქართველი მაღაროელის სიტყვებია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშიდან „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე – საქართველოში შრომის ბაზრის წლების განმავლობაში დერეგულირება საფრთხეს უქმნის მაღაროელებს“, რომელიც ორგანიზაციამ 2019 წლის აგვისტოში საქართველოში მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნა. ანგარიშში აღწერილია, რა ზიანს აყენებს შრომის უსაფრთხოების […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „შერეული სწავლება და სწავლა სტუდენტების სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად“ (Blended Teaching Learning: Improving Students Outcomes), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო […]
10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტთან, რომელიც წარმოადგენს „ახალი სკოლის“ მოდელს. პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგებიან: ნიკოლოზ სილაგაძე – „რა არის ახალი ახალი სკოლის მოდელში“ თამარ ჯაყელი – „ახალი სკოლის მოდელი და კონსტრუქტივისტული პედაგოგიკა“ სანდრო ასათიანი – „ტექნოლოგიები, როგორც ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების პროცესში“ ია აფთარაშვილი – „მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება“ სალომე […]
ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა. მისი მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებისგან მოისმინონ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. ადამიანის უფლებათა ღია გაკვეთილი არის სივრცე, სადაც მოზარდები შეძლებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების […]
13 დეკემბერს, 15:00-დან 18:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall გაიმართება კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“. კონფერენციაში, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. I პანელი: სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში თემები: თანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია, კლინიკური უნარების განვითარება და პრაქტიკა სამედიცინო განათლების დიპლომამდელ საფეხურზე; […]
11 დეკემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის საელჩოს კონსული, ქალბატონი ანიკო ფარკაში, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიოპენდიო პროგრამა - Stipendium Hungaricum-ის შესახებ. მოგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2020-21 აკადემიური წლისათვის. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium […]
12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“. თემის მოკლე აღწერა: 1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი […]
13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის ილიაუნის მოწვეული ლექტორი, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები.“ პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან […]