21 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში ოსლოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის (რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში, ნორვეგიასა და მის მიღმა – შედარებითი ანალიზი და გამოწვევები. ღონისძიება ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კონფერენციაზე […]
21-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება მესამე საერთაშორისო სკოლა ფორმალურ ლინგვისტიკაში. ლექციებს ენათმეცნიერების მიმართულებით წაიკითხავენ ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგის საუკეთესო უცხოელი ლინგვისტები (ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია). სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21-24 ოქტომბერი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ.
21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გამართავს ლექციას თემაზე: „როგორ წერენ სხვები – ჯგუფი 47“. ვერავინ ვერავის ასწავლის, რა და როგორ უნდა წეროს. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რა არ უნდა გააკეთოს ავტორმა. ესაა და ეს... – ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება მწერალი სტუდენტებს. დრო: 21 ოქტომბერი, 18:00-20:00 საათი ადგილმდებარეობა: […]
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება გოგი გვახარიას წიგნის „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია. გამოიცა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიით. ანოტაცია საბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. უფრო მეტიც, 2001 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 21 ოქტომბრიდან გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომლებიც ყოველდღიურად გაიმართება. 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს თემაზე: „რისი წაკითხვა ღირს და რისი წაუკითხაობა არის შეცდომა“. დრო: 25 ოქტომბერი, 19:00-21:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. […]
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიაუნის აკადემიური წერის ცენტრის ლექტორი მაკა პატარიძე ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზე". თემატიკა: რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, ინტერვიუ. ტრენინგის ხანგრძლივობა: 2.30 სთ. (15-წუთიანი შესვენებით). შეხვედრა დააინტერესებთ ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული. […]