დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანტებს გეძლევათ შესაძლებლობა დაესწროთ გიოტინგენის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, თომას რიხტერის ტრენინგს თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ახალგაზრდა მეცნიერთათვის“. კურსის ფარგლებში: ტრენერი მიმოიხილავს მედიასთან ურთიერთობისა და მეცნიერების კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს; მონაწილეები შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს. ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა? ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტებსა და პოსტდოქტორანტებს. ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/LdypnLnG3hWwcGYN6 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 ივლისი, […]
23 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება. საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო დობოჯგინიძე, გია ნოდია, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით თარხნიშვილი, […]
25 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიოტინგენის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თომას რიხტერი პოსტოდოქტარანტებისთვის, მკვლევრებისა და პროფესორებისთვის გამართავს ვორკშოპს თემაზე: „მეცნიერების კომუნიკაცია და თვითმარკეტინგი“. ახლახანს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიწყო სოციალური მედიის ქსელის გაფართოება და განვითარდა საერთაშორისო კომუნიკაციის სტრატეგიები. ტრენინგი ფოკუსირდება სოციალური მედიის გამოყენებაზე, ღონისძიებებზე და გთავაზობთ ექსპერტულ რჩევებს მეცნიერის კვლევისა და […]