15 ივლისს, 15:00 საათზე, იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ლექციაზე, რომელსაც გამართავენ ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ელეონორა ფაბბე და კლაუდია პალაცცო. ლექციის თემები: „იტალიისა და საქართველოს ურთიერთობები; ხიდი ორ ქვეყანას შორის“ „იტალიელი ქართველოლოგები: ხელოვნების ისტორია და მდგომარეობა“ დრო: 15 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.
15 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება მიქაელ ქვანტეს წიგნის „პრაგმატული ანთროპოლოგია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე ავტორი ქართველ მკითხველს წარუდგენს პრაქტიკული ფილოსოფიის საკუთარ მონახაზს და პასუხს გასცემს მათ შეკითხვებს. მიქაელ ქვანტე ახალი თაობის გერმანული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან პირველად ყურადღება 1993 წელს მიიქცია მონოგრაფიით „ქმედების ჰეგელისეული ცნება”, რომელიც მისივე […]
15 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თეატრალური წარმოდგენა „ღია გაკვეთილი", რომელიც ილიაუნის თეატრალური ხელოვნების მეორადი პროგრამის, ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტების, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის „სტუდია მოდის“ შშმ და სსსმ ბენეფიციარებისა და სტუდია „ასტეროიდის" შემოქმედებითი თანამშრომლობის შედეგია. დრო: 15 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსის შიდა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)
2019 წლის 16-17 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე არსებული განათლების სკოლის ფარგლებში გაიმართება განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ნაშრომების საჯარო დაცვა. ნაშრომების დაცვა წარმოდგენილი იქნება სამ ეტაპად: 16 ივლისი პლენარული სესია – 10:30-12:30 საათი, G106 აუდიტორია (გ. წერეთელის ქუჩა N1, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) 16 ივლისი სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა – 14:00- […]
18-20 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“. კონფერენციის ორგანიზატორია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი (ICRDIT). კონფერენციაში მონაწილეობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 44 სტუდენტი, მათ შორის: 30 სტუდენტი საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან, 4 რუმინეთის 2 უნივერსიტეტიდან, 9 სომხეთის ორი უნივერსიტეტიდან და ერთი სორბონის პარიზი 3-ის უნივერსიტეტიდან. კონფერენციის სამუშაო […]
27 ივლისს,18:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორი გიგა ზედანია. ტრადიციულად წელსაც გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოვლენ კურსდამთავრებულები, რომლებიც სიტყვის კონკურსში გაიმარჯვებენ. ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. ღონისძიებაზე დაუკრავენ: Eko & […]
23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორიაში გიოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორი მარტინ ტამკე წაიკითხავს საჯარო ლექციას „The Church of the East – its past, present and future“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 23 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) დასწრება თავისუფალია.