2019 წლის პირველიდან 26 ივლისის ჩათვლით, 10:00-15:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით გაიმართება ზაფხულის სკოლა „მშვიდობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“. სკოლა შედგება ორი კურსისგან. პირველი ეხება გეოპოლიტიკას, კონფლიქტებსა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამ კურსის ფარგლებში სკოლის მონაწილენი შეისწავლიან რუსეთის იმპერიული პოლიტიკასა და საბჭოთა გავლენებს რეგიონში; რელიგიური, ეთნიკური და ეროვნული უსაფრთხოების […]
24 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება ტუსკიის უნივერსიტეტის (იტალია) ასოცირებული პროფესორის ანდრეა პეტროსელის საჯარო ლექცია თემაზე: „წვიმის მოდელირება მცირე ზომის ხეობების შემთხვევაში“. მომხსენებლის შესახებ ანდრეა პეტროსელი ტუსკიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეწარმეობის ფაკულტეტის ჰიდრავლიკისა და წყალგამყოფის მართვის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. მას მიჰყავს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროლოგიური მოდელირების […]
29 ივნისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში. ნაწილი II“. კონფერენციის მიზანია, წინ წამოწიოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად გამოკვლეული თემები ან/და კრიტიკულად გადასინჯოს და თეორიულად გამდიდრებული მსჯელობით გააანალიზოს შედარებით ნაცნობი საკითხები: როგორ წარმოისახება პირველი რესპუბლიკა […]
24 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პროექტების მართვის უპირატესობებისა და პროექტების მენეჯერების მოთხოვნასთან დაკავშირებით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ღონისძიება გაიმართება პრეზენტაციის ფორმატში. მომხსენებლები: თამთა ბასილაია – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტების მართვაში (2014 წ.), PMP სერტიფიკატის მფლობელი, PMI-ის (პროექტების მართვის ინსტიტუტის) საქართველოს წარმომადგენლობის წევრი; დავით კიკვიძე – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის […]
კვებისა და სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „პეპსიკო“ გიწვევთ შეხვედრაზე INTERNS’ DAY, რომელიც გაიმართება სპეციალურად თქვენთვის, რათა დაგეგმოთ თქვენი კარიერა 2019 წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიაში საქართველოსა და ევროპაში. შეხვედრაზე გაიცნობთ კომპანიის ლიდერთა გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ისაუბრებენ „პეპსიკოს“ ბიზნესის, ღირებულებებისა და კორპორატიული კულტურის შესახებ, რაც 50 წელზე მეტია განაპირობებს კომპანიის ლიდერულ პოზიციებს FMCG სექტორში საერთაშორისო ბაზარზე. ასევე […]
25 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) საქართველოს ფილიალი გიწვევთ არისკის მკვლევრის, დოქტორ ლეა ფელდმანის (ჩიკაგოს უნივერსიტეტი) საჯარო ლექციაზე „კოლაფსის კრებულები: ფარაჯანოვის აფექტური სამყარო დასაბჭოთა იმპერიის დაცემა“. მომხსენებლის შესახებ ლეა ფელდმანი ჩიკაგოს უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევა ეხება პოეტიკასა და პოლიტიკას ლიტერატურასა და კულტურაში. მისი […]
26-28 ივნისს, 12:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“. საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგ ქსელისთვის“ საპროექტო […]
26 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტების დირექტორის, ნამსუკ კიმის საჯარო ლექციაზე: „მდგრადი განვითარების მიზნები – როგორ დავიწყოთ კარიერა გაეროში“. მომხსენებლის შესახებ ნამსუკ კიმის კვლევები ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო განვითარების საკითხები, მდგრადი განვითარების […]
27 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab iliauni) და Highway VFX-ის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება კომპიუტერული გრაფიკის ინდუსტრიასა და პერსპექტივებზე, რაც დაკავშირებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ და შემოქმედებით ინდუსტრიასთან. სპიკერები: ლევან ლაფაჩი – Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და ანიმაციის სუპერვაიზერი; ლუკა ჯღარკავა – Highway VFX-ის თანადამფუძნებელი და ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზერი; […]
28 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A405 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები: ლეგიტიმურობა და პროპორციულობა“. მომხსენებლები: კონსტანტინე ჩოკორაია –ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი, ბექა ბასილაია – ადვოკატი; სოფო ასათიანი – ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი; ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის […]
30 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი ატარებს მეორე სტუდენტურ კონფერენციას „აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის თავისებურებები: პრობლემები და გამოწვევები". დრო: 30 ივნისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი დასწრება შესაძლებელია სპეციალური მოსაწვევით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონური პარტნიორი ფონდის „ფონდი სკოლა კლასთან" თანამშრომლობის ფარგლებში 30 ივნისს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 საკონფერენციო დარბაზში, გამართავს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების რეგიონულ ფორუმს – KMO 2019. ფორუმის მიზანია კლუბურ მუშაობაში ჩართულ მასწავლებლებსა და მომავალ აქტიურ წევრებს მიეცეთ გამოცდილების, მომავალი ხედვების და არსებული პრობლემების განხილვისა […]