15 ოქტომბერს, 15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიზნები და ამოცანები, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. განათლების სკოლა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან განათლების მიმართულების საბაკალავრო პროგრამაზე იწყებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შეფასების […]
15 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „საზრისები" პრეზენტაცია. წიგნის იდეის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია გია მურღულია. კრებულში სასკოლო პროგრამისთვის მნიშვნელოვანი ნიმუშების, ერთი და იმავე ტექსტის შესახებ, წარმოდგენილია განსხვავებული ხედვისა და თვალსაზრისის წერილები, რომელთა დიდი უმრავლესობა ავტორებმა სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერეს. პრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის ავტორები: გია მურღულია, ლევან ცაგარელი, […]
9 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სავლე წერთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის" მე-10 წიგნის – „რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები" – პრეზენტაცია. გადამუშავებული გამოცემა მოიცავს დეკარტის არა მხოლოდ აქამდე ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებს, არამედ ახალ თარგმანსაც ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის". ამიტომ კრებული მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს დეკარტის ხუთივე ფილოსოფიურ ტრაქტატს (წესები გონების წარმართვისათვის, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი იწყებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართება პირველი შეხვედრა თემაზე „სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“. მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მის ინდიკატორებზე, ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე, იმ ბარიერებზე, რომელთაც ადამიანების ცხოვრებაში ქმნის […]
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანიასთან Pulsar Ai. ტექნოლოგიების განვითარება ადამიანების ცხოვრებას ყოველდღიურად ამარტივებს. იქმნება ახალი ელექტროძრავიანი მანქანები, 3D პრინტერები, რომლებიც ადამიანის ორგანოებს ბეჭდავენ, ჭკვიანი სახლები, რომელთა მართვაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია. ხელოვნური ინტელექტი ის მიმართულებაა, რომელიც ინდუსტრიის ბევრის სფეროს ძირფესვიანად შეცვლას გეგმავს. სწორედ ამიტომ გელოდებით ილიას სახელმწიფო […]
18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტების გაერთიანების კოლოკვიუმი „კულტურული იდენტობა და ენა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსისა და რუსეთის უნივერსიტეტების ნიდერლანდური ენის მასწავლებლები. 19 ოქტომბერს კოლოკვიუმს გახსნიან ნიდერლანდური ენის კავშირის მრჩეველი ინგრიდ დეხრავე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია, დაესწრება ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა. კოლოკვიუმს სრულად აფინანსებს ბელგიურ-ნიდერლანდური […]
19 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201დარბაზში გაიმართება ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმის გამოფენის – „ეს არის ძლიერი სქესი. ქალები ფსიქოანალიზში“ – პრეზენტაცია. გამოფენამ, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისამდე ვენის ფროიდის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, დიდი წარმატებით მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა. გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გაახსენოს/გააცნოს ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე 6 ქალი – პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი […]