8 ოქტომბერს, 16:00 სააათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლორან ჯიზონის საჯარო ლექცია თემაზე: „ჰელიოსეისმოლოგიის მიღწევები“. ლორან ჯიზონი არის გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. თემის მოკლე აღწერა მზის წიაღის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. განსაკუთრებით საინტერესოა შეფასება კონვექციურ ზონაში არსებული დინებებისა, რომლებიც წარმოშობენ მაგნიტურ ველებს. […]
11-12 ოქტომბერს, 10:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „დაავადებები ველურ ცხოველებში და სახეობათა კონსერვაცია“. თბილისის ზოოლოგიური პარკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უტრეხტის, ტურინის, სიენას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი -NACRES-ი და თბილისის […]
11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ სოლისტები: მაია ბარათაშვილი მარიკო ებრალიძე ნესტან ჯიბლაძე ნინი გველესიანი ზაურ შავგულიძე გიორგი სუხიტაშვილი ვასილ დოლიძე თემო საჯაია დრო: 11 ოქტომბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. […]
12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფ. პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის (ნაზარლების ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შუქზე)“. მომხსენებელი ისაუბრებს ნაქალაქარში აღმოჩენილი სამლოცველოს განძში შემავალ ბრინჯაოს მახვილის იმიტაციების სავარაუდო ფუნქციაზე. დრო: 12 ოქტომბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო […]
12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მეჩეთის მოდერნისტული და თანამედროვე არქიტექტურის მაგალითები ევროპაში, რუსეთსა და თურქეთში“ ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ (Nebahat Avcıoğlu) არის ხელოვნებათმცოდნე და ისლამური არქიტექტურის სპეციალისტი. მისი ბოლო ნაშრომი ეხება ევროპაში არსებულ მეჩეთ-მუზეუმებს. ეს უჩვეულო ნაგებობები ჰიბრიდული ხასიათისაა და, როგორც მკვლევარი […]