25-27 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის განვითარებას. ვორკშოპის მიზანია ახალი რეგიონული პროექტის სამუშაო ვერსიის წარდგენა. პროექტი, რომლის ლიდერი ქვეყანა საქართველოა, განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის სეისმური თანამშრომლობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. მას ორგანიზებას გაუწევს უკრაინასა და ყაზახეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრები […]
26 სექტემბერს,19:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე „ლიტერატურა და რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“. ლექციას გაუძღვება მწერალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი თამთა მელაშვილი. ქალთა ისტორიის კვლევის გამოცდილებასა და სირთულეებზე ისაუბრებენ მკვლევრები: ლანა […]
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის - კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა - პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამა დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას სადოქტორო ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. პროგრამის დოქტორანტები სრულ დაფინანსებას იღებენ ფოლკსვაგენის ფონდისა და […]